ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერენ მხარს. ამის შესახებ მათ ბრიფინგი გამართეს.
"როდესაც პარტიის მთელი არსი და ვექტორი გადართული უნდა იყოს გადართული იმისათვის, რომ იყოს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის და თავისუფალი მედიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის, როდესაც გვაქვს ვალდებულება პოლიტპატიმრებზე ვიფიქროთ და ქვეყანაში ასეთი მანკიერება, სამწუხაროდ, სხვა რეალობა დაგვიდგა, რომელსაც ნამდვილად არ მივესალმებით. გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რადგანაც მოცემულ სიტუაციაში ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი", - განაცხადეს ბრიფინგზე.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.
