logo
ENG



ხაჭაპურიძე: ვივამედის მფლობელი არის რუსეთის მოქალაქე, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი

24 იან 202321:17
3 წუთის საკითხავი
clock 2252
2023/01/24/ned79x3c4nehf45.png

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა ვივამედის მფლობელი რუსეთის მოქალაქე და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, ალი აჯი ოღლი ტანრი ვერდიევია. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემა ღამის კომენტარში ისაუბრა.

"კლინიკას ჰყავს დირექტორი ბატონი თეიმურ მახმუდოვი და ხვალ ვნახავ ბატონ თეიმურ მახმუდოვს, მე სხვა დირექტორი არც ვიცი. საჯარო რეესტრში დირექტორად დაფიქსირებულია ბატონი თეიმურ მახმუდოვი ან დავუკავშირდები მოსკოვში კლინიკა ვივამედის მფლობელს, რუსეთის მოქალაქეს ალი აჯი ოღლიტანრივერდიევს, რომელიც არის პუტინთან დაახლოებული პიროვნება და მასთან გავარკვევ ამ საკითხებს.

ის არის სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი რუსეთში, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი და გარდა ამისა, ეს ადამიანი სააკაშვილი სანამ გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში, მანამდე შეიძინა ერთი კვირით ადრე, უზარმაზარ დავალიანებაში მყოფი კლინიკა ვივამედი. სასამართლო პროცესზე ბევრი რაღაც გვაქვს სათქმელი. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა ეს ადამიანი, მოღვაწეობს რუსეთში, ჩვენი ინფორმაციით, არის პუტინთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და გახლავთ ამ კლინიკის მეპატრონე. დირექტორი არის თეიმურაზ მახმუდოვი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

დღეს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი. მისივე თქმით, სააკაშვილს არ აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა. 

გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით, კლინიკა ვივამედის ერთ-ერთი ექთანი იყო დაბარებული, რომელიც მიხეილ სააკაშილს მკურნალობს, თუმცა ის არ გამოცხადდა, მიზეზად კი კორონავირუსით ინფიცირება დაასახელა. 

დღეს ზურაბ ჩხაიძემ უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ვივამედის ექთანს PCR ტექსტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 


close დახურვა