2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ, მმართველი პარტიის წევრი, ოთარ დანელია გამოვიდა, რომელიც დოკუმენტის რიგ საკითხებს არ ეთანხმება.
"ვერ ვიხსენებ პრეცედენტს, როცა დარგობრივი კომიტეტის არც ერთი შენიშვნა არ გაუთვალისიწინებია მთავრობას. თუმცა, ფინანსთა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან იყო ძალისხმევა დოკუმენტი დაკორეტირებულიყო, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის ბიუჯეტი, რაც მივიღეთ. სამწუხაროდ ასე მოხდა. ამიტომ მე არ ვიქნებოდი მართალი ამ ბიუჯეტისთვის მხარი დამეჭირა ",-აცხადებას ოთარ დანელია.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება.