კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს.
"კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცა", - ამბობენ კომისიაში.
კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.