logo
ENG



ოლიგარქის ახალი მშენებლობები - შაბათის ფორმულა

04 თებ 202320:53
3 წუთის საკითხავი
clock 684

ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო სანქციები და ფულის დაკარგვის შიში, ისე მიუახლოვდა, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ამ საფრთხეს ქართული პოლიტიკის კულუარებშიც კი ვეღარ ემალება. პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს და ისევ საკუთარ ქონებაზე წუხს. ოლიგარქი აღარ მალავს, რომ ის პრაქტიკულად საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის და საკუთარ მილიონებთან წვდომა შეზღუდული აქვს - ამიტომ, ივანიშვილმა, ოფშორული კომპანიებიდან ფულის გათეთრების ახალი სქემა აამოქმედა და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ფულს ის რუსი ოლიგარქების დახმარებით ათეთრებს. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ბაკურიანში, სადაც ივანიშვილს ათასობის კვადრატული მეტრი უკვე ნაყიდი აქვს, ოლიგარქმა ახალი, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. 5-სართულიან შენობას 30 ათას კვადრატულ ფართობზე, ბაკურიანში, ოლიგარქისთვის, ფონდი ქართუ აშენებს.

 


close დახურვა