logo
ENG



ISW: რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცვლიან "ვაგნერელებს", რათა ბახმუტზე შეტევა გააძლიერონ

29 იან 202311:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/29/6g66lhf3dbz448m.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, შეცვლიან "ვაგნერელებს", რათა ბახმუტზე შეტევა გააძლიერონ.

"რუსი სამხედრო პერსონალი, სავარაუდოდ, შეცვლის "ვაგნერის" დაქირავებულ ძალებს, რათა ბახმუტზე შეტევა გააძლიეროს.

"ვაგნერის" ძალებმა ბახმუტის რეგიონში ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას სოლედარის აღების შემდეგ. რუსული არმიის ქვედანაყოფები ახლა ბახმუტისთვის ბრძოლებში მონაწილეობენ, რათა რუსული შეტევა გააძლიერონ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები ბახმუტის რეგიონში 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან მოქმედებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ჯარები აძლიერებენ ან ცვლიან "ვაგნერელებს".

ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დამატებითი ძალების გადანაწილების შემდეგ, რუსებმა, სავარაუდოდ, არ ამოწურეს შეტევითი პოტენციალი ბახმუტის რეგიონში.


close დახურვა