BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, "პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ", ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ, სატელეფონო საუბრისას, მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.
"რაღაც მომენტში, ის რაღაცნაირად დამემუქრა, მითხრა: "ბორის, არ მინდა შენთვის ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება" რაღაც ასე." -განაცხადა ჯონსონს.
ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი 2022 წლის თებერვალში გაიმართა. პუტინის კომენტარი კი ჯონსონის გაფრთხილებას მოყვა, რომ უკრაინაში ომი დამღუპველი იქნებოდა.
BBC-ის კორესპონდენტები ამბობენ, რომ უცნობია, რამდენად სერიოზული იყო პუტინის მუქარა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მუქარა ჯონსონმა სერიოზულად მიიღო.
BBC-ის ფილმი ომის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერებთან პუტინის ურთიერთობას ასახავს.