logo
ENG



ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა

03 თებ 202310:57
3 წუთის საკითხავი
clock 646
European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ EU-ში გაწევრიანების კუთხით, ცალკეული მიმართულებით, საჭიროა მეტი მუშაობა.

ჰერჩინსკის შეფასებით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშში ზოგადი შეფასება დადებითია. ის აღნიშნავს, რომ EU მზადაა, საქართველოს წინსვლაში დაეხმაროს.

"ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია", - აღნიშნულია ჰერჩინსკის განცხადებაში.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებსანგარიშში, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მზაობას აფასებს, ვკითხულობთ, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთისთვის, ბელარუსისთვის და მიანმარისთვის დაწესებულ სანქციებს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიღწევები უმეტეს შემთხვევაში საშუალოდ მომზადებულად ან მომზადების გარკვეული დონის მქონედ არის შეფასებული.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ქვეყანას აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ევროკავშირთან შეთავსების გასაზრდელად. კერძოდ, ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამ კუთხით ნახსენებია სანქციების საკითხი, რომელსაც საქართველო არ უერთდება.


close დახურვა