logo
ENG



ნინო ნადირაძის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის

03 თებ 202315:47
3 წუთის საკითხავი
clock 953
2023/02/03/ti20j03dtdrerol.jpg

ვივამედის დირექტორის ნინო ნადირაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

პროცესზე მას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჰკითხა, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე კატეგორიის პაციენტი, რაზეც ნადირაძემ უპასუხა:

"მძიმეა ზოგადად, მთლიანად მოცემულობა ამ ქეისის, ზოგადად, მთლიანად ქეისი არის მძიმე. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ თუ ის არ გააგრძელებს მკურნალობას, თუ ის გააგრძელებს შერჩევით მკურნალობას, უარს იტყვის საკვებზე, პარენტერალურ კვებაზე, რა თქმა უნდა, მკვეთრად დამძიმდება".

ადვოკატმა მას დაზუსტება სთხოვა და უთხრა, რომ სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი აქვს. ნადირაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "კახექსია კვების გამო არის".

"დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ, როგორ იქნება", - თქვა მან.


close დახურვა