logo
ENG



ხიდაშელის ინტერესები - შაბათის ფორმულა

04 თებ 202320:24
3 წუთის საკითხავი
clock 555

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორი, რუსი სანქცირებული ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის ახლო მეგობარი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ახლა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტით ინტერესდება. ხიდაშელმა უნივერსიტეტში ფონდი დააფუძნა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში შაბათის ფორმულას განუცხადეს, რომ საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელიც მათივე განმარტებით, უნივერსიტეტის განვითარების და სტუდენტების დახმარების მიზნით იქმნება, დავით ხიდაშელის ინიციატივაა, რასაც სასწავლებლის ხელმძღვანელობა დათანხმდა. უფრო მეტიც,  შემდგარი პარტნიორობის გამო, კმაყოფილებას არ მალავს უნივერსიტეტის რექტორი. თუმცა კრიტიკული შეკითხვები, რომელიც ამ ინფორმაციის გახმაურებისთანავე გაჩნდა, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ, რუსეთში მოღვაწე და სანქცირების პრეტენდენტი ბიზნესმენის ახალი ბიზნეს ინტერესის შესახებ, არ მოსწონს.


close დახურვა