logo
ENG



ჩილეს ტყეებში მასშტაბურ ხანძარებს, სულ მცირე, 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

05 თებ 202316:53
3 წუთის საკითხავი
clock 435
2023/02/05/tb2hozlxhx7nt4r.jpg
REUTERS/Ailen Diaz

ჩილეს ტერიტორიაზე ტყეებში მასშტაბურ ათობით ხანძარს სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩილეს ხელისუფლების ცნობით, ხანძრების შედეგად სულ მცირე 979 ადამიანი დაშავდა, 1 100-ზე მეტი კი თავშესაფარშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ჩილეს 3 რეგიონში - არაუკანიაში, ბიო-ბიოსა და ნიუბლეში.

„ამინდის პირობებმა ძალიან გაართულა ხანძრების ჩაქრობა, რომლებიც ვრცელდება და საგანგებო მდგომარეობა უარესდება“ - განაცხადა ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ.

რამდენიმე დღეა, რაც ცეცხლი უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება, რასაც ხელს უწყობს ცხელი ზაფხული ჩილეში - ტემპერატურა 40° ცელსიუსს აღემატება.

ოფიციალური ცნობებით, 40 000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. ტყის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი შაბათს 231 კერიდან 80-ში ცეცხლს აქტიურად ებრძოდნენ.


close დახურვა