logo
ENG



ხელოვნის მიერ კედელზე გაკეთებული წარწერის გამო გამოფენის კურატორი პოლიციაში გამოკითხეს

05 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock 1406
2023/02/05/lvspzxn00jkpbnh.jpg

გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე ხელოვნების მუზეუმში არტისტის მიერ კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. გუშინ, 4 იანვარს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!"

შავგულიძე ფორმულასთან ამბობს, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.

"კითხვა ჰქონდათ, როგორ მოხდა ჩვენი კომუნიკაცია, საიდან ვიცნობთ მე და სანდრო ერთმანეთს, როგორ მოხდა ამ გამოფენისთვის მზადება. რადგან კურატორი ვარ, რა თქმა უნდა, მე ვიღებ ამ სიაზე პასუხისმგებლობას, ერთპიროვნულად მე შევადგინე და სანდროც ძალიან დიდი ხნის წინ ჩემი გადაწყვეტილებით იყო ამ სიაში.

თავად ფაქტზეც მკითხეს, დავინახე თუ არა, რამდენად ვიცოდი ამის შესახებ, რამდენად ვიცოდი ამის შესახებ, რამდენად საქმის კურსში ვიყავი და როგორ განვითარდა მოვლენები. სავარაუდო მიზეზი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მე მხოლოდ ის ვიცი... სანდრომ მითხრა, რომ ამ კონკრეტულ გამოფენას ეს არ უკავშირდებოდა", - ამბობს შავგულიძე.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან ელოდება პასუხს, რა მუხლით გამოკითხეს ქეთი შავგულიძე.

რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია
4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ "ათინათის" გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე).

გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი.

ამ დროისთვის, "ათინათის" მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა