logo
ENG



დეკანოიძე: ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ

05 თებ 202321:56
3 წუთის საკითხავი
clock 614
დეკანოიძე: ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე წერს, რომ პარტიის ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, "პოსტ-ფაქტუმ გაიგო პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ".

დღეს, 5 თებერვალს პარტიაში ყრილობა გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

დეკანოიძე წერს, რომ "სამწუხაროა მსგავსი მიდგომა".

"ხვალ მიშას გადამწყვეტი პროცესია, ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ და თავშეკავებულად ვიტყვი:

ჩვენი პარტიის ამომრჩევლის პატივისცემა არის უპირობო, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას.

სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ. სამწუხაროა მსგავსი მიდგომა", - დაწერა მან.

დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდა ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ დეკანოიძემ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.


close დახურვა