logo
ENG



თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

06 თებ 202314:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/7js9s7ze8se546q.jpg

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - აცხადებენ უწყებაში.

CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა.

სირიაში სულ მცირე 386 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 239 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.

რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.


close დახურვა