logo
ENG



ალბანეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს

07 თებ 202314:18
3 წუთის საკითხავი
clock 2428
2023/02/07/i6ncir2croopm3a.jpg

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ალბანეთის პოლიცია ავრცელებს

როგორც Euronews-ის ალბანური სამსახური აღნიშნავს, ლავასოღლი ტირანაში იმალებოდა და თავს უკრაინის მოქალაქედ ასაღებდა. ის ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულსა და იარაღის უკანონოდ შენახვაში.

პოლიციის განცხადების თანახმად, ლავასოღლი ოპერაცია Kryesori-ის ფარგლებში დააკავეს და მისი ექსტრადიციის პროცედურები გრძელდება.

"Fast Albania-ს სამსახურებმა დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, ასევე Fast Montenegro-სთან ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე, ტირანაში აღმოაჩინეს მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მოთხოვნადი იყო. Fast Albania-მა წარმატებით შეიმუშავა და დაასრულა დაშიფრული საპოლიციო ოპერაცია „კრიესორი", რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მინდია ლავასოღლი დაიჭირეს და დროებით დააკავეს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლოს, საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლი ოდესის აეროპორტში დააკავეს. 2021 წლამდე კი ის წინა-საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა თურქეთში. თითქმის 2 წლის მანძილზე ოჯახი აცხადებდა რომ საქართველოს ხელისუფლება ექსტრადიციას ხელოვნურად აჭიანურებდა. მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხიდან 2021 წლის მაისში გამოუშვეს იმ პირობით, რომ ის თურქეთს დატოვებდა. მან მესამე ქვეყნად თავდაპირველად ბელარუსი აირჩია. მინსკში ჩასვლისთანავე ლავასოღლი აეროპორტში დააკავეს. ამის შემდეგ პროცედურა უნდა დაეწყო საქართველოს პროკურატურას, თუმცა შედეგი არ დამდგარა.

ლავასოღლი თურქეთში მას შემდეგ წავიდა, რაც ის წინასწარი პატიმრობიდან მოსამართლემ გაათავისუფლა. მას სამი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, მათ შორის კანონიერ ქურდობაზეც, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადაში ქართველმა სამართალდამცავებმა მას ეს ბრალი ვერ დაუდასტურეს.


close დახურვა