logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა - The Telegraph

08 თებ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock 393
2023/02/08/2y7jpzszfgaccvj.jpg

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება და ასევე ინახულებს უკრაინელ სამხედროებს, ვინც ბრიტანეთში წვრთნებს გადიან.

Telegraph-ის ინფორმაციით, ასევე დღეს პრემიერი სუნაკი კიევისთვის შორი მანძილის იარაღის გადაცემასა და უკრაინული ძალებისთვის წვრთნების გაფართოებულ პროგრამას გამოაცხადებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის პარლამენტს მიმართავს, შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება.

ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანეთში ზელენსკის პირველი ვიზიტი იქნება.

 

 

close დახურვა