logo
ENG



კრიტიკის შემდეგ ზურაბიშვილთან კულტურის სამინისტროს ინსპექცია ნახატების წასაღებად მივიდა

13 თებ 202313:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/owoa0u04mblyk6p.png

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.

როგორც ცნობილია, 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი გადაიტანეს, ახლა კულტურის სამინისტროს კი ამის დაბრუნება სურს. 

ინსპექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ერთ-ერთ ნამუშევარს "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს".

"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა", - ამბობს ინსპექციის წევრი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარს მალე გააკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 12 თებერვალს საქართველოს მთავრობა სანდრო სულაბერიძის წარწერის გამო საქმის აღძვრისა და ხელოვანების საპროტესტო აქციაზე პოლიციის მობილიზების გამო გააკრიტიკა.


close დახურვა