
ამ კანონპროექტს ასე ვიცნობ. ითქვა ამის თაობაზე ადრე. გავეცნობი ინტერესით. საზოგადოდ ამას აქვს ის მხარე და მიზანი, როგორც ჩანს, რომ საზოგადოებისთვის მეტი გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის სამოქალაქო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით. იცით არაერთი სფერო და სივრცე, სადაც საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს ვინ როგორ ფინანსდება, რა სახსრებით ახორციელებს თავის საქმიანობას, შესაბამისად, ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში.