logo
ENG



სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

14 თებ 202323:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/14/uvwrfxqams54nw2.jpg

სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოს გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. როგორვ ცნობილია, წულაია ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. 

როგორც ფორმულას გოგი წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა უთხრა, სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლით შეუფარდა.

ვალერი გელბახიანის თქმით, გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გოგი წულაია 2021 წლის 17 მარტს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

ქალი, რომელიც ამბობს, რომ წულაიამ მასზე იძალადა, ფორმულასთან საუბარში ჰყვებოდა, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა". მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა.

წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

2021 წლის 1-ელ ივლისს სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ის 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოგვიანებით, ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.


close დახურვა