logo
ENG



ანანურთან ავტომობილი პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

18 თებ 202317:24
3 წუთის საკითხავი
clock 896
ანანურთან ავტომობილი პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

ანანურთან მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას დაეჯახა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სამანქანო გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და საპატრულო პოლიციის მანქანას დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. 


close დახურვა