logo
ENG



რამდენიმე საათია, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

24 თებ 202301:26
3 წუთის საკითხავი
clock 1827
2023/02/24/63txi4spwcyfxii.jpg
კადრი: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რამდენიმე საათია, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

„რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ - წერია გზებს დეპარტამენტის განცხადებაში.

ფორმულას ინფორმაციით, დაახლოებით 1 საათის წინ ზესტაფონიდან რიკოთის მიმართულებით გზა ჩაიკეტა.

 

close დახურვა