logo
ENG



ისტორიაში პირველად, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

26 თებ 202323:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/fqsumfb6e7px85d.png

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის შემდეგ, ისტორიაში პირველად, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია.

საუდის არაბეთის პრინც ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდს კიევში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა. 

"მადლობა უკრაინაში მშვიდობის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - უთხრა ზელენსკიმ მას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში შეხვედრას წარმატებულად უწოდა და თქვა, რომ ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება - 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო 300 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები.


close დახურვა