logo
ENG



შსს: საწვავის ქურდობისთვის 8 პირი დავაკავეთ, მათგან ორი დაცვის პოლიციის თანამშრომელია

28 თებ 202310:54
3 წუთის საკითხავი
clock 624
შსს: საწვავის ქურდობისთვის 8 პირი დავაკავეთ, მათგან ორი დაცვის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საწვავის ქურდობისთვის 8 პირი, მათ შორის 2 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

მათი ცნობით, ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის, ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე, ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტს გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა