logo
ENG



მდინარაძე მხარს უჭერს ინჯიას ინიციატივას, აგვისტოს ომზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

28 თებ 202315:10
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება მხარს უჭერს ევროპელი სოციალისტების იდეას, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას. როგორც პარტიის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ თქვა, კომისიამ უნდა გამოიძიოს დანაშაულები, რომლებიც "სააკაშვილის რეჟიმის მიერ არის ჩადენილი".

"7-ში ღამე "გრადების" დაბომბვა, ვისი და რისი აჩვენეს და რატომ აჩვენეს საეროდ ან 8-ში ის განცხადებები რას ნიშნავდა ან ის განცხადებები რას ნიშნავდა, რუსეთს არ შემოესწროო , ან ხელმოწერა და მხარდაჭერა რას ნიშნავდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო ან ომის დანაშაულის ჯარისკაცებზე დაბრალება რას ნიშნავდა, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას შესაძლოა სჭირდებოდეს კომისია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


close დახურვა