logo
ENG



დეპუტატები: ქართულმა ოცნებამ ბიუროს სხდომა გადადო, ვეღარ ატარებენ

06 მარ 202315:06
3 წუთის საკითხავი
 
დეპუტატები: ქართულმა ოცნებამ ბიუროს სხდომა გადადო, ვეღარ ატარებენ

ოპოზიციონერი დეპუტატები სალომე სამადაშვილი და ანი წითლიძე წერენ, რომ ბიუროს სხდომა გადაიდო.

"ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა", - დაწერა სამადაშვილმა.

"ბიურო გადაიდო! ხვალ 10 საათამდე. უნდა ყოფილიყო დღეს 15:00
ვერ ჩაატარეს! ჯერჯერობით პარალიზებულია ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს წითლიძე.

პარალელურად იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონპროექტის განხილვა გრძელდება, პარლამენტის გარეთ მიმდინარეობს აქცია.

 


close დახურვა