logo
ENG



საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებებია

23 მარ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/23/qw27arseo6ak26p.jpg

საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებებია. ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში ფორმულას დაუდასტურეს, თავდაპირველად იმედმა გაავრცელა.

დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

ჩაჩიბაიამ 19 მარტს ფორმულას გადაცემა დროებასთან ინტერვიუში თქვა, რომ პარლამენტის დატოვება უნდოდა. მან რუსულ კანონს არ დაუჭირა, მასთან ერთად კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოცნების კიდევ 3-მა დეპუტატმა: ქეთევან დუმბაძემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა და დავით სერგეენკომ. მოგვიანებით დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა თქვეს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და კანონპროექტს მხარს უჭერდნენ, სერგეენკომ კი განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს საზოგადოება, აშშ და ევროკავშირი ნეგატიურად აფასებდნენ და მხარიც ამიტომ არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ნინო იობაშვილმა და გიორგი ხელაშვილმაც.


close დახურვა