logo
ENG



პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად აკავებენ [VIDEO]

08 მარ 202302:10
3 წუთის საკითხავი
clock 466
2023/03/08/mr077pazqn7iarl.jpg

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად აკავებს.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი აქციის მონაწილეა დაკავებული, თუმცა კადრებში ჩანს, რომ მათ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, თუმცა შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა და პარლამენტის წინა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

პროტესტანტთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

 

 


close დახურვა