logo
ENG



მოძრაობა მწვანეები დაუმორჩილებლობას აცხადებს და ხალხს "ქალაქის გაჩერებისკენ" მოუწოდებს

09 მარ 202315:11
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა მწვანეები სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს და საზოგადოებას "ქალაქის გაჩერებისკენ" მოუწოდებს.

მწვანეები მოქალაქეებს მოუწოდებენ 18:00 საათზე გმირთა მოედანზე გავიდნენ, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

"გადავკეტოთ მოძრაობა გმირთა მოედანზე, გავაჩეროთ ქალაქი და ვნახოთ, ვისია ქვეყანა! ჩვენ ძალიან გაბრაზებული ვართ და ვაცხადებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას! არა რუსულ კანონს! დიდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენმა გმირმა წინაპრებმა მრავლად იბრძოლეს! იპოვეთ გმირი საკუთარ თავში და გამოდით გმირთა მოედანზე, 18:00 საათზე! მოძრაობას ჩავკეტავთ დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ კი მარშით შევუერთდებით პარლამენტის წინ საერთო აქციას! თავდაპირველად ვიკრიბებით ზოოპარკის წინ და გაგაცნობთ გეგმას!", - წერია მოძრაობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ღონისძიების აღწერაში.

დღეს პარლამენტთან 19:00 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. 


close დახურვა