logo
ENG



პესკოვი: ხილული ხელი ცდილობს საქართველოში არეულობას ანტირუსული ელემენტები შემატოს

10 მარ 202318:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/10/qis84va0ls6csuj.png
© Михаил Метцель/ ТАСС

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია არის ასეთი, "ვიღაცის თვალსაჩინო ხელი" ცდილობს საქართველოში არსებულ ვითარებას ანტირუსული ელემენტების შეტანას,"მაშინ როცა ქვეყანაში არეულობის გამოწვევას არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან."

"სიტუაციას, რამაც გამოიწვია ეს სახალხო არეულობები, არანაირ კავშირში არ არის რუსეთის ფედერაციასთან. <...> ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელი არ არის უხილავი, ის საკმაოდ თვალსაჩინოა, ჩვენ ვხედავთ საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი თავის ხალხს, ის არ მიმართავს ქართველებს საქართველოდან, ის მიმართავს ამერიკიდან - ვიღაცის თვალსაჩინო ხელი გულმოდგინედ ცდილობს აქ ანტირუსული ელემენტების დამატებას." - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, არსებობს პროვოკაციების რისკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსკოვი "ძალიან ფრთხილად და დიდი შეშფოთებით"ადევნებს თვალს რა ხდება საქართველოში.


close დახურვა