86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში დღეს მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდება. ლოცვას რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრება. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა აია-სოფიას შესასვლელში განთავსებული აბრა შეცვალა.
საერთაშორისო გაერთიანებებისა და ქრისტიანული ეკლესიის ლიდერთა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10-თ ივლისს მოაწერა.