logo
ENG



საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა

16 მარ 202309:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/16/jmhe4gnnns6fuj0.jpg

საქართველოში 16-17 მარტს, ოფიციალური ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ჩამოვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩაშვილს შეხვდება. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.


close დახურვა