logo
ENG



განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - 12 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

17 მარ 202309:48
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა

პოლიციამ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ძალადობის კვალი აღენიშნება. 

გუშინ, გვიან ღამით, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, საღამოს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 

 


close დახურვა