logo
ENG



კალაძის თქმით, ხვალიდან მეტროსადგური გოცირიძე მუშაობას განაახლებს

17 მარ 202322:21
3 წუთის საკითხავი
clock 665
2023/03/17/45gimu5nlglodgb.jpg

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური გოცირიძე ხვალიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივით ისაუბრა. 

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია 2020-ი წლის ივლისში დაიწყო. პროცესი, თავდაპირველი ინფორმაციით, გასული წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, ახალი გეგმით სადგური 2022 წლის პირველ ნოემბერს უნდა გაეხსნათ. 

2022 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ კომპანია მამისონთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მერმა მაშინ განაცხადა, რომ მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია, თუმცა "კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო", სადგური ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.

 


close დახურვა