logo
ENG



ქუთაისში მართვის მოწმობის მიღების სანაცვლოდ ქრთამის მიცემის გამო ერთი პირი დააკავეს

18 მარ 202319:57
3 წუთის საკითხავი
clock 520

შსს-მ ქუთაისში მართვის მოწმობის მიღების სანაცვლოდ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "მომსახურების სააგენტოში", მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა კი ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

საქართველოს პროკურატურამ  დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა