ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული და ხალხის ძალად წოდებული პარტიის წევრის დიმიტრი ხუნდაძის სიძე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალური გზით წავიდა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
რუსული კანონპროექტის ავტორის სიძემ მირიან ოქროპირიძემ ამერიკაში წასასვლელად შუამავალთან მოლაპარაკებები 2022 წლის ბოლოდან დაიწყო. ის ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი იყო.
თანამშრომლები ამბობენ, რომ მირიან ოქროპირიძე მარტის დასაწყისში შვებულებაში გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ოფიციალურად წასვლისთვის საჭირო ვიზა, ხუნდაძის სიძეს არ მისცეს, ამიტომ მან ე.წ. გადამყვანს მიმართა.