logo
ENG



ტურაშვილის შვილი: მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის

19 მარ 202320:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/hocntcn8qk8mg1d.jpg

მწერალ დათო ტურაშვილის შვილი ანაკო ტურაშვილი წერს, რომ მამამისი კლინიკაში რჩება, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამჟამად სტაბილურია.

"მეგობრებო, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან გვიჭირს მეც და დედაჩემსაც, რომ ყველას გიპასუხოთ და დიდი ბოდიში.

მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც.

ფორმულას ეთერიდან, გადაცემა მე-17 სართულად, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.

ისევ გავიმეორებ რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ.

ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებნ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას", - წერს ტურაშვილი.

დღეს, 19 მარტს ტურაშვილი გადაცემაში მე-17 სართული მის მიმართ მიმდინარე შავ კამპანიაზე საუბრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით დაწერა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა სოფო ხუნწარიამაც:

"#ქართულიოცნება თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა იარაღს დაახლი თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას. დღეს მე რასაც ვუყურე, ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ - პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია. ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება", - დაწერა ხუნწარიამ.


close დახურვა