logo
ENG



პაატა შამუგია: ხელისუფლება შარშან 20 ივნისს დასრულდა, როდესაც დამიზნებით ესროლა ახალგაზრდებს

20 ივნ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის სისხლიან ღამეს და რუსი დეპუტატის ვიზიტს იხსენებენ მწერლები და საზოგადოების აქტიური წევრები. ისინი იქ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები არიან. 

პოეტ პაატა შამუგიას განცხადებით, 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ახალგაზრდებს მიზანმიმართულად, დამიზნებით ესროლა. მისი განცხადებით, ქვეყანაში გვყავს შიდა ოკუპანტები, რომლებიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალონ.

„ჩემი აზრით, ხელისუფლება დასრულდა შარშან, 20 ივნისს, როდესაც მან დამიზნებით ესროლა ახალგაზრდებს. ჩვენ გვაქვს ხელისუფლების ოკუპაცია ქვეყანაში და ეს შიდა ოკუპანტები, რაც შეიძლება მალე უნდა მოვაცილოთ ამ ქვეყანას“, - განაცხდა პაატა შამუგიამ.

მწერალ დავით ტურაშვილის თქმით, 20 ივნისი ტრაგიკული დღეა, რადგან როგორც რუსეთმა, ასევე საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. ვერც ხვდებიან, რა შეურაცხყოფა მოგვაყენეს და რას მოჰყვა სინამდვილეში ეს რეაქცია. ტრაგიკული და სამწუხარო დღეა“, - განაცხდა დათო ტურაშვილმა.

პოეტი რატი ამაღლობელი აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პრორუსულია.

„ეს არის ისტორიული ფაქტი, ისტორიული სამწუხარო წყალგამყოფი იმისა, რომ საქართველოსი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შეიძლება იყოს ხელისუფლება არა გონივრულად მოქმედი, არამედ აშკარად პრორუსული“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც დაიჭრა და დასახიჩრდა ასობით ადამიანი, რამდენიმე ახალგაზრდამ კი მხედველობა დაკარგა.


close დახურვა