logo
ENG



დუმაში აცხადებენ, რომ საქართველო-რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან

22 მარ 202315:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/22/m4gdtg71xkw0rlj.jpeg

რუსეთის დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. კალაშნიკოვი დუმაში დსთ-ს, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეა.

"ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ - საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ", - განაცხადა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა.

კალაშნიკოვის თქმით, მისთვის რთული შესაფასებელია, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილებები და რა თანმიმდევრობით.


close დახურვა