logo
ENG



ნაკაიძე: სუბარმა დამიძახა, მითხრა, რომ 20 წელია მიცნობს და მე ვარ აგენტი, მოღალატე

22 მარ 202315:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/22/1ab33gre6t2ffl5.png

ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, რომელსაც დღეს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი ჩაარტყა, ამბობს, რომ დეპუტატებმა "პოლიტიკური არგუმენტების გამოლევის შემდეგ, ძალადობას მიმართეს".

როგორც ნაკაიძემ ტვ პირველთან საუბრისას თქვა, სოზარ სუბარმა მას "შპიონი და მოღალატე" უწოდა. 

"როცა პოლიტიკური არგუმენტები გელევა და როცა არ გაქვს გამართლების არანაირი ლოგიკური საშუალება, ამ დროს გადადიხარ ძალადობაზე, სწორედ ეს არის დღევანდელი ფაქტი, რაც მოხდა. სოზარ სუბარმა დამიძახა, ჩემს უკან ზის, შემომატრიალა და მითხრა, რომ მე ვიყავი მოღალატე და 20 წელია მიცნობს და შესაბამისად, მე ვარ შპიონი, აგენტი და მე რატომ მეუბნები ამასო? მე ვუთხარი, რომ ის რაც გააკეთეს, შესაბამისად, თქვენ ამას იმსახურებთ და თქვენ დაასახელეთ, ვინ ვარ მე, საიდან ვარ, თუ გაქვთ რაიმე წყარო და რატომ არ მოქმედებს ამისთვის სახელმწიფო, თუ 20 წელია იცის ისედაც, ესე იგი დამნაშავეც ვარ და ამ დროს შეიგინა. რა თქმა უნდა, საპასუხო რეაქცია მქონდა მეც", - თქვა ნაკაიძემ.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს დაარტყა. როგორც კადრებიდან ჩანს, ჯაფარიძემ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. 

დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.

სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა მმართველი პარტის სხვა დეპუტატებსა და დარბაზში მყოფ ოპოზიციონერებს შორის. 

ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, ვინც მოღალატეს დაუძახებს".


close დახურვა