logo
ENG



გამყრელიძე რესპუბლიკურზე: მოკრძალებით ვურჩევ სამინისტროს, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს

22 მარ 202317:36
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ფორმულასთან საუბრის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევის საკითხს ეხმაურება და ჯანდაცვის სამინისტროს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს კლინიკის თანამშრომლებს.

"დღეისათვის ქვეყანას არ აქვს არცერთი ნამდვილი ე.წ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ეს უნდა იყოს უნივერსიტეტთან დაახლოებული და უნივერსიტეტთან მჭიდრო კონტრაქტით მომუშავე დაწესებულება [...]

ეს არის ძალიან სტრატეგიული დაწესებულება, უნდა იყოს ისეთი გათვლები, რომ იქ დღეს მომუშავეთა... მე არა მგონია, რესპუბლიკურში დღეს ათასზე ნაკლები ადამიანი მუშაობდეს, ამიტომ ეს ხალხი უნდა გავითვალისწინოთ, თანაც, ძალიან მაღალკვალიფიციური ხალხი, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში უზარმაზარი ის გადაიტანა. რესპუბლიკური ერთ-ერთი მთავარი ბაზა იყო კოვიდპანდემიასთან ბრძოლის, ამიტომ ამ ხალხს უნდა გაეწიოს ანგარიში.

მე მხოლოდ მოკრძალებით ვურჩევ სამინისტროს, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს ამ საკითხის, დაიდოს გეგმა, რას ვაპირებთ, იქნებ, ეს გეგმა მართლა ძალიან კარგია. გადაწყვეტით მე პასუხს ვერ გეტყვით, ის მდებარეობის აუცილებლად შეცვლა მიბმული უნდა იყოს სამედიცინო უნივერსიტეტთან", - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.


close დახურვა