logo
ENG



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოშია

24 მარ 202301:40
3 წუთის საკითხავი
clock 631
2023/03/24/5rf3jyb6ael02ja.jpg
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისში ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბერბოკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. 

2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

სამინისტროს ცნობით, ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. 

ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ანალენა ბერბოკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს" ხედავენ.

განცხადება მმართველი პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პროევროპულ კურსზე დაბრკოლებები "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იქმნება".

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "რეალობას აცდენილია" და რომ ბერბოკის განცხადება "იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს".


close დახურვა