logo
ENG



შეთქმულების თეორიები შეკითხვებზე პასუხების ნაცვლად

24 მარ 202320:04
3 წუთის საკითხავი
clock 566

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულმა ღარიბაშვილმა მთელი გამოსვლა რუსულ გზავნილებს დაუთმო. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის ვიზიტის მიმდინარეობისას ტრიბუნასთან კრემლის პროპაგანდისტული რიტორიკით დახუნძლული პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. ივანიშვილის პრემიერს შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. მოსკოვის პროპაგანდისტების მსგავსად ღარიბაშვილი ისევ მეორე ფრონტზე ლაპარაკობდა. მარტის აქციებით გაღიზიანებული პრემიერი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მეხუთე კოლონას უწოდებს და დასავლეთს ესხმის თავს.  


close დახურვა