ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, მოკლულია სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი - არიან დაშავებულებიც.
ნეშვილის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ის მოზარდია.
შემთხვევა კერძო ქრისტიანულ სკოლაში მოხდა.
სკოლის ვებგვერდის ინფორმაციით, სკოლაში დაწყებითი კლასების დაახლოებით 200-მდე მოსწავლე სწავლობს. მათი საშუალო ასაკი 11-12 წელია.