63 წლის კაცი დააკავეს არასრულწლოვანის მიმართ წინასწარი შეცნობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით. გოგონა 14 წლისაა. პოლიციას თავად დაკავებულის შვილმა მიმართა. მანამდე კაცის ოჯახს ამბავი მეზობელმა აცნობა, რომ ბრალდებულის საეჭვო ქმედება შენიშნა.