logo
ENG



პატიმრობა მიუსაჯეს სკოლის მძღოლს, რომელმაც არასრულწლოვანთან სექსუალური დანაშაული ჩაიდინა

04 სექ 202314:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/04/6yl2plpd6k2fbnf.jpeg

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა სკოლის ავტობუსის მძღოლს, რომელმაც არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

შემთხვევა ვანის მუნიციპალიტეტში მოხდა. დაკავებული სკოლის დირექტორის ქმარია. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალმა თანამდებობა დატოვა.

ფარულად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი არასრულწლოვან გოგოს უსიამოვნო და უხერხულ შეკითხვებს უსვამს. ვიდეოში ჩანს შეხებაც.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.


close დახურვა