logo
ENG



რუსეთი: სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

03 აპრ 202312:11
3 წუთის საკითხავი
 
EPA

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა დარია ტრეპოვას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ტრეპოვა ეჭვმიტანილია სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში, რომლის დროსაც დაიღუპა რუსი პროპაგანდისტი და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მომხრე ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.

გუშინ, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქების შედეგად რუსეთის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

"ფონტანკას" ცნობით, თვითმხილველებმა გამოცემის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.

აფეთქება ვლადლენ ტატარსკის [მისი ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი] შემოქმედებით საღამოზე, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, აფეთქების შემდეგ იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მომხდარი აფეთქების შესახებ მედიის ინფორმაციით, კვირას ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გახდა ცნობილი.

"18:13 [საათზე] ვასილეოსტროვსკის რაიონის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, უნივერსიტეტის სანაპიროზე, 25 სახლში. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, აღმოჩნდა, რომ ომის კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი იყო."- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.


close დახურვა