logo
ENG



დონალდ ტრამპი დააკავეს

04 აპრ 202321:43
3 წუთის საკითხავი
 
დონალდ ტრამპი დააკავეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დააკავეს.  

დასავლური მედია წერს, რომ სასამართლოში მისვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ფორმალურად არის დაკავებული და პოლიციის პატიმრობაში იმყოფება მომავალ სასამართლო სხდომამდე.

სასამართლოში მისული დონალდ ტრამპი ოფიციალურად დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს. ის მომავალ სასამართლო სხდომაზე დაკავებული იქნება. 

დაკავების დროს ტრამპს არ დაადეს ხელბორკილები, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

განახლებული ინფორმაცია: დონალდ ტრამპი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მომდევნო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა

76 წლის დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

დაკავებამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:

"როგორი სიურეალისტურია - ისინი ჩემს დაპატიმრებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი", - დაწერა ტრამპმა. 

ამ წუთებში, სასამართლო შენობის გარეთ, სადაც დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი, ხმაურია. გავრცელებული ინფორმაციით, იყო დაპირისპირების შემთხვევებიც.

ტრამპისთვის ბრალდების წაყენების შესახებ ცნობა 30 მარტს გავრცელდა. ისტორიული პროცესი ეხება გაჩუმებისთვის გადახდილ თანხას, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე პორნოვარსკვლავს გადაუხადეს, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპთან წარსულში სექსი ჰქონდა. კერძოდ საუბარია, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს 130 ათასი დოლარი გადაურიცხა. ტრამპი ყველა ბრალდებას და დენიელსთან რაიმე კავშირს უარყოფს.

შეთანხმებები საიდუმლო გადახდების შესახებ არალეგალური არაა, თუმცა მანჰეტენის პროკურორი იძიებს, გადახდასთან დაკავშირებული საქმიანი ჩანაწერები ხომ არ იყო ფალსიფიცირებული.

 

 


close დახურვა