ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის მარტში რუსეთის ნავთობის ექსპორტმა სამი წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებს მიაღწია.
წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა რუსული ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები.
სააგენტოს ცნობით, რუსული ნავთობის მთლიანი მარაგი გასულ თვეში გაიზარდა 600,000 ბარელით, დღეში 8,1 მილიონ ბარელით. ამან შესაძლებელი გახადა თვიური შემოსავლის 12,7 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. თუმცა გასული წლის მარტთან შედარებით, ეს 43%-ით ნაკლებია.