აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
"ამერიკელები მზად არიან, უსაფრთხოების გარანტიები საბოლოოდ შეათანხმონ უმაღლეს დონეზე, როგორც კი უკრაინა მზად იქნება, დონბასიდან გავიდეს. რუსული მხარის სცენარი შეერთებულ შტატებთან ასეთია - უკრაინა გავიდეს დონბასიდან, შეერთებული შტატები მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც უკრაინას სურს, რუსეთი კი დაასრულებს ამ ომს.
ისინი(ამერიკელები) ფოკუსირებულები არინ ირანზე და უკრაინა ნომერ პირველი პრიორიტეტი არ არის. ეს გზავნილი გაუზიარეს ჩემს გუნდს - რომ უკრაინის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყურადღება ახლა უფრო ირანისკენაა მიპყრობილი. ასევე, ფოკუსში ახლო აღმოსავლეთია", - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ასეთი გასვლა საფრთხის ქვეშ დააყენებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ვინაიდან ამის შედეგი იქნება რუსეთისთვის რეგიონში მყარი თავდაცვითი პოზიციების გადაცემა.
