ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღდგომის ღამეს მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მათივე ცნობით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან უფასოდ.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: მარჯანიშვილი, დიდუბე, დელისი, სარაჯიშვილი, ვარკეთილი, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.